უილსონი: ანტიამერიკული ოცნება აყენებს რისკის ქვეშ -ის წვდომას “შუა დერეფნის” მინერალებზე

რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელ X-ზე მწვავედ აკრიტიკებს “ქართული ოცნების” ხელისუფლებას, რომელსაც იგი “ანტიამერიკულ და მაფიოზურ რეჟიმად” მოიხსენიებს. მისი თქმით, ხელისუფლების მოქმედებები საფრთხეს უქმნის -ის წვდომას “შუა დერეფნის” მინერალებზე და ხელს უწყობს ჩინეთის გავლენის ზრდას რეგიონში.
“მადლიერი ვარ ადმინისტრაციის ძალისხმევის, რომელიც კრიტიკული მინერალების მიწოდების დივერსიფიკაციისა და მოძველებული ბარიერების აღმოფხვრისკენ არის მიმართული. თუმცა, სამწუხაროდ, აგრესიულად ანტიამერიკული “ქართული ოცნების” რეჟიმი აყენებს რისკის ქვეშ აშშ-ის საპორტო და სახმელეთო წვდომას “შუა დერეფნის” მინერალებზე – იგი საკუთარ პორტს გადასცემს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას და დევნის სანდო ინვესტორებს მაფიოზური კორუფციის სასარგებლოდ,” – წერს კონგრესმენი.
უილსონის შეფასებით, ჩინეთის მიერ მართული ინფრასტრუქტურა და კომუნისტური პარტიის გავლენის ქვეშ მყოფი სავაჭრო მარშრუტები საფრთხეს უქმნის ამერიკის ეკონომიკურ და ეროვნულ უსაფრთხოებას.
კონგრესმენი ამ პოსტით გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას, რომლის მიხედვითაც ვაშინგტონში გაიმართა C5+1 ფორმატის ათწლიანი იუბილესადმი მიძღვნილი ბიზნეს-კონფერენცია ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის ლიდერების მონაწილეობით.
რუბიოს თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ახალი ინვესტიციები და სავაჭრო შეთანხმებები, რომლებიც ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, ამერიკული ექსპორტის ზრდას და რეგიონული ეკონომიკის გაძლიერებას.