სამგორის რაიონში ძველი საბაგირო გზის რეკონსტრუქცია-მშენებლობისთვის ბაზრის კვლევა გამოცხადდა

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ სამგორის რაიონში არსებული ძველი საბაგირო გზის რეკონსტრუქცია/მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების ე.წ. Design-Build მეთოდით შესყიდვის მიზნით ბაზრის კვლევა გამოაცხადა.
როგორც თბილისის მერმა, მ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული საბაგირო გზის მშენებლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარების პოლიტიკაში.
„დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის გაუმჯობესებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება იწყება. „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ უკვე გამოაცხადა ბაზრის კვლევა სამგორის რაიონში არსებული ძველი საბაგირო გზის რეკონსტრუქცია/მშენებლობის(არსებული მარშრუტის შენარჩუნებით) საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა დასამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების ე.წ. Design-Build მეთოდით შესყიდვის მიზნით. ბაზრის კვლევის შედეგებზედაყრდნობით მომზადდებადა დაუყოვნებლივ გამოცხადდება შესაბამისი ტენდერი. ჩვენი ვარაუდით, აღნიშნული პროექტის განხორციელება შესაძლებელი იქნება, დაახლოებით, 1,5 – 2 წელიწადში“, – განაცხადა მ.
მისივე თქმით, აღნიშნული საბაგირო გზა ჯერ კიდევ 1986 წელს აშენდა, მაგრამ არასათანადო მოვლისა და ექსპლუატაციისშედეგად, საბაგირო გზის ფუნქციონირება 2006 წლიდან შეჩერდა.
„დღეისთვის ძველი საბაგირო გზის საინჟინრო დაშენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარება ძალიან მძიმეა. ჩვენ ჩავატარეთ შესაბამისი კვლევები და დადგინდა, რომ აღნიშნული ნაგებობების დემონტაჟი უნდა განხორციელდეს, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ.ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და ვაზისუბნის დასახლებაში მოსახლეობის ზრდის, მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და მგზავრობის დროის მნიშვნელოვნად შემცირების მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება, იმავე დერეფანში განხორციელდეს ახალი, თანამედროვე საბაგირო გზის მშენებლობა, რომელიც უზრუნველყოფს მინიმუმ 3-ჯერმეტი მგზავრის (არანაკლებ 1 250 მგზავრი/საათში) უმოკლეს ვადაში მიყვანას მეტროსადგურ „სამგორამდე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული საბაგირო ჩაერთვება ერთიან სატრანსპორტოქსელში და მეტროს მოძრაობის გრაფიკის ანალოგიურად მოემსახურება მოსახლეობას.
„დედაქალაქის ლანდშაფტის გათვალისწინებით, საბაგირო გზების განვითარება და მშენებლობა, წარმოადგენს სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, რაზედაც არაერთხელ განვაცხადეთ. ეტაპობრივად გაგრძელდება სხვა, ანალოგიური პროექტების განხორციელება. საუბარია „სარაჯიშვილი-ზღვის უბნისა“ და „ისანი-ვაზისუბნის“ დამაკავშირებელი საბაგირო გზების მშენებლობაზე“, – აღნიშნა თბილისის მერმა.