მამუკა ხაზარაძეს არ უნდოდა გაემხილა, რომ მას ჰქონდა მიქირავებული საკუთარი სახლი გერმანიის ელჩზე, რაც პოლიტიკურად და დიპლომატიური კუთხით არის სრულიად არაკორექტული ნაბიჯი

მამუკა ხაზარაძეს არ უნდოდა გაემხილა, რომ მას ჰქონდა მიქირავებული საკუთარი სახლი გერმანიის ელჩზე, რაც პოლიტიკურად და დიპლომატიური კუთხით არის სრულიად არაკორექტული ნაბიჯი
ვფიქრობ, რომ ამ ფაქტს ჰქონდა არა იმდენად ფინანსური, რამდენადაც პოლიტიკური მოტივი, მამუკა ხაზარაძეს არ უნდოდა გაემხილა, რომ მას ჰქონდა მიქირავებული საკუთარი სახლი გერმანიის ელჩზე, რაც პოლიტიკურად და დიპლომატიური კუთხით არის სრულიად არაკორექტული ნაბიჯი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კარგი იქნებოდა ასეთ ფაქტზე ქმედითი რეაგირება გერმანიის მხრიდან.
„სამწუხაროდ ასეთი რაღაც მოხდა. კარგი იქნებოდა ასეთ ფაქტზე ქმედითი რეაგირება გერმანიის მხრიდან, თუმცა მაინცდამაინც ქმედითი ეს რეაგირება არ იყო. თუმცა ფაქტი ერთია, რომ ჩვენ ვხედავთ არაეთიკურ ქმედებებს კონკრეტული დიპლომატების მხრიდან, რაც მეტყველებს იმ რთულ მდგომარეობაზე, რომელიც დღეს ჩამოყალიბებულია ევროპულ ბიუროკრატიაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა