გერმანიის ჰანოვერის აეროპორტში ფრენები დროებით შეჩერდა მას შემდეგ, რაც ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატი შენიშნეს.
პოლიციის ცნობით, შემთხვევა ადგილობრივი დროით საღამოს 10 საათზე მოხდა. დრონი პილოტებმა დაინახეს და ამის შესახებ აეროპორტის ადმინისტრაციას აცნობეს.
სავარაუდოდ, მოწყობილობა ახლომდებარე სამრეწველო ზონის თავზე დაფრინავდა.
ინციდენტის გამო სამი თვითმფრინავის მარშრუტი შეიცვალა და ისინი სხვა აეროპორტებში დაეშვნენ.
ბოლო პერიოდში მსგავსი შემთხვევები რამდენიმე გერმანულ აეროპორტსა და სტრატეგიულ ობიექტზეც დაფიქსირდა.




