დონალდ ტრამპი – ვიდრე მე თეთრ სახლში ვარ, კომუნისტური არ გახდება

ვიდრე მე თეთრ სახლში ვარ, კომუნისტური არ გახდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ამ სისულელეს დავასრულებთ. ნიუ-იორკელებს არჩევანი კომუნისტსა და თაღლითს შორის უნდა გაეკეთებინათ და მათ კომუნისტი აირჩიეს. კანდიდატების თვალსაზრისით ოდნავ უკეთესი შეგვეძლო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, „დემოკრატებმა“ ნიუ-იორკში მერად კომუნისტი დანიშნეს.
„ამერიკელების წინაშე არსებული არჩევანი ნათელია. ჩვენ არჩევანი კომუნიზმსა და საღ აზრს შორის გვაქვს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, ნიუ-იორკის მერის არჩევნებში 34 წლის „დემოკრატმა“, ზოჰრან მამდანიმ გაიმარჯვა. მამდანიმ, რომელიც საკუთარ თავს დემოკრატ-სოციალისტს უწოდებს, ნიუ-იორკის ყოფილი გუბერნატორი, ენდრიუ კუომო დაამარცხა და ნიუ-იორკის პირველი მუსლიმი მერი გახდა.