დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი უახლოეს მომავალში არ იგეგმება

უახლოეს მომავალში ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი არ იგეგმება, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ჯერჯერობით საუბარი არ იგეგმება. თუმცა, თუ ორივე მხარეს ამას საჭიროდ ჩათვლის, მაშინ ამის სწრაფად ორგანიზება შესაძლებელია“, – განაცხადა პესკოვმა.
ამასთან, პესკოვის ცნობით, -მა Minuteman III-ის ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შესახებ წინასწარ გააფრთხილა.
„რა თქმა უნდა, მსგავსი რაკეტები გაშვების იდენტიფიკაციას მოითხოვს. ეს იდენტიფიკაციის საერთაშორისო სისტემაა. მსგავსი ტიპის გაშვებების დროს მათ ჩვენც წინასწარ ვაფრთხილებთ“, – აღნიშნა პესკოვმა.