დაზვერვა: ფხენიანმა რუსეთში გაგზავნა 5000 სამხედრო მშენებელი და 1000 გამნაღმველი

სამხრეთ კორეის დაზვერვა (NIS) იუწყება, რომ ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთში გაგზავნა 5000 სამხედრო მშენებელი. ამ ცნობას ავრცელებს სამხრეთ კორეის სააგენტო “რენჰაპი” და ეყრდნობა პარლამენტის დეპუტატებს, რომლებსაც დაზვერვის თანამშრომლებმა დახურული ბრიფინგი ჩაუტარეს.
ერთ-ერთი დეპუტატის თქმით, სამხედრო მშენებლები რუსეთში გადაყავთ სექტემბრიდან და მათ, სავარაუდოდ, ამუშავებენ ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით.
ასევე ვრცელდება ცნობა, რომ ჩრდილოეთი კორეიდან რუსეთში გაგზავნეს ათასამდე გამნაღმველი, რომლებიც, სავარაუდოდ, მუშაობენ კურსკის ოლქში – სადაც გასული წლის აგვისტოდან მიმდინარე წლის გაზაფხულამდე მიმდინარეობდა ბრძოლები, რომლებშიც ჩრდილოეთ კორეის სამხედროებიც მონაწილეობდნენ.
-ის დაზვერვის მონაცემებით, ბრძოლებში მონაწილეობდა ჩრდილოეთი კორეის 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი. გავრცელებული შეფასებით, მათ რიგებში დანაკარგი მოიცავს ათასობით მოკლულ და დაჭრილ სამხედროს. 2025 წლის აპრილში ს პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთი კორეის სამხედროებს მადლობა გადაუხადა კურსკის ოლქის ბრძოლებში მონაწილეობისთვის.
ს უშიშროების საბჭოს მდივანს, სერგეი შოიგუსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შორის ფხენიანში გამართული შეხვედრის შედეგებზე დაყრდნობით 2025 წლის ივნისში სააგენტო “ტასსი” იუწყებოდა, რომ ფხენიანი გამოვიდა რუსეთში 1000 გამნაღმველის და 5000 სამხედრო მშენებლის გაგზავნის პირობით, კურსკის ოლქის აღსადგენად.
ამასთან, -ის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის სასაზღვრო რეგიონებში რჩება ჩრდილოეთ კორეის 10 ათასამდე სამხედრო – მათ გარდა, ვინც იქ კიდევ ჩადის. ბოლო თვეებში ცნობები არ გავრცელებულა ბრძოლებში მათი მონაწილეობის თაობაზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – შეცდომებს აღიარება სჭირდება, არჩევნების ბოიკოტი შემოგდებული რუსული სპეცოპერაცია იყო – „ქართულ ოცნებას“ ახლაც მუხანათობა აქვს ჩაფიქრებული, არ აგვკრძალავენ, „ნაცმოძრაობისა“ და გვარამიას ხალხი კი ჩვენ დაგვიწყებს ლანძღვას