ირაკლი – ევრონესტზე მიწვეული ჰყავდათ, NGO-ს საფარქვეშ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ასეთ ვითარებაში, ქართული დელეგაციის მონაწილეობა იყო აბსოლუტურად ირაციონალური

ფაქტია ის, რომ ევრონესტზე მიწვეული ჰყავდათ, NGO-ს საფარქვეშ, რეალურად, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის შეფასებით, ასეთ ვითარებაში, ქართული დელეგაციის მონაწილეობა იყო აბსოლუტურად ირაციონალური.
„აქაც, არის ევროპული ბიუროკრატიის მიდგომა და აქაც, მხოლოდ სინანული შეიძლება გამოვთქვათ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ასეთ რეჟიმში ძალიან რთულია კონსტრუქციული ურთიერთობების აწყობა კონკრეტულ ჩინოვნიკებთან ევროკავშირიდან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო