ირაკლი კობახიძე – ევროკავშირის ელჩი მოქმედებს ორმაგი სტანდარტით, რაც აღარ გვიკვირს

როდესაც „ნაციონალები” ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია, როდესაც ისინი, მაგალითად, ძალადობენ ჟურნალისტებზე, ამასაც არასოდეს ემიჯნებიან და ა.შ. ეს არის ორმაგი სტანდარტი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
კობახიძის თქმით, ევროკავშირის ელჩი მოქმედებს ორმაგი სტანდარტით, რაც აღარავის უკვირს, რაც ძალიან სამწუხაროა.
„ეს არ არის პირველი მცდელობა, როდესაც „ნაციონალები” ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია. როდესაც ისინი, მაგალითად, ძალადობენ ჟურნალისტებზე, ამასაც არასოდეს ემიჯნებიან და ა.შ. ეს არის ორმაგი სტანდარტი, კლასიკური ორმაგი სტანდარტი და ამ შემთხვევაშიც, ევროკავშირის ელჩი მოქმედებს, სწორედ, ამ ორმაგი სტანდარტით, რაც აღარ გვიკვირს არავის. ამ დონემდეა, დღეს, სამწუხაროდ, დასული ევროპული ბიუროკრატია. რაც არის ძალიან სამწუხარო და ძალიან დასანანი”, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ძვირფასო ანდრო (მახათაძე), აგვისტოს დღეები, მძიმეა ქართველებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, დაიღუპა: 170 ჯარისკაცი; 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 150 000 ადამიანი, დევნილად იქცა, 20 000 ადამიანი კი საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდა

ვიკა ფილფანი – გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს – მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს