აქამდეც შეეძლოთ და ახლაც შეუძლიათ, პოზიტიური როლი შეასრულონ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციაში, თუმცა მომეცით უფლება, რომ ოპოზიციის ჩართულობას სკეპტიკურად შევხედო – მათიკაშვილი რეკომენდაციების შესრულების პროცესში ოპოზიციის ჩართულობაზე

ჩაერთვება თუ არა ოპოზიცია ევროკომისიის 9 დათქმის შესრულების პროცესში?! მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიცია საბოტაჟის გზას არ გადაუხვევს და ქვეყნის ევროპულ მომავალზე წინ საკუთარ პარტიულ ინტერესებს დააყენებს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის, განცხადებით, პროცესში ოპოზიციის ჩართულობის საკითხს სკეპტიკურად უყურებს, თუმცა სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა ყველა მათგანს აქვს.
“მუშაობისთვის კარი ღიაა – ვისაც სურს, აქამდეც შეეძლო და ახლაც შეუძლია, პოზიტიური როლი შეასრულოს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციაში, თუმცა მომეცით იმის უფლება, რომ ოპოზიციის ჩართულობას სკეპტიკურად შევხედო”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ძამაშვილი: „ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი ხელისუფლების პოზიცია და აღნიშნა, რომ, ერთი მხრივ, სახელმწიფოს არათუ უფლება აქვს, გარკვეულწილად, ვალდებულებაც აქვს, რომ საჯარო მოსამსახურეები დაიცვას ამგვარი თავდასხმებისგან“

ბექა ძამაშვილი: „ჩვენი ხელისუფლება 14 წელია, ხელისუფლებაშია და თქვენ ვერ დამისახელებთ ერთ საქმესაც კი, სადაც ევროპული სასამართლო იტყოდა, რომ ქართულ სასამართლოს აქვს მიუკერძოებლობის ან დამოუკიდებლობის პრობლემა“