მამა ანდრია ჯაღმაიძე მეჯიკავებოდა და ხელით მაწვებოდა – არქიმანდრიტი ილია თოლორაია – Netgazeti • არქიმანდრიტი ილია თოლორაია • დეკანოზი ადნრია ჯაღმაიძე • საპატრიარქო • Netgazeti.ge

არქიმანდრიტ ილია თოლორაიას განცხადებით, საპატრიარქოში ეპარქიალურ კომისიაზე ყოფნისას დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ეჯიკავა და ხელი ჰკრა.
არქიმანდრიტი ილია თოლორაია ეპარქიალურ კომისიაზე დღეს, 5 ნოემბერს იმყოფებოდა. არქიმანდრიტი კომისიაზე მისი განცხადებების გამო დაიბარეს, მათ შორის, მოსაყდრე შიო მუჯირთან დაკავშირებით. მან მოსაყდრე შიო მუჯირს ეგზარქოსი უწოდა.
ეპარქიალური კომისიიდან გამოსულმა არქიმანდრიტმა ილია თოლორაიამ კვლავ გაიმეორა, რომ დან მოგზავნილია. რამდენიმე წუთში კი საპატრიარქომ პატრიარქ ილია მეორის ხელმოწერით ბრძანება გაავრცელა, რომლითაც არქიმანდრიტ ილია თოლორაიას „ეპისკოპოსის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ზოგადად ეკლესიის იერარქებისადმი ცილისმწამებლური განცხადებებისათვის“ მღვდელმოქმედების უფლება აეკრძალა.
„შემოდის მამა ანდრია [ჯაღმაიძე]და ასეთი ტონით მეუბნება, რომ გადი გარეთო… ანუ ფაქტობრივად მე გამომაგდეს. ბოლომდე არ მასაუბრეს, ჩემი სიტყვები არ მოისმინეს და გამოსვლის დროს მომყვებოდა ანდრია ჯაღმაიძე და მეჯიკავებოდა და ხელით მაწვებოდა. მე ვუთხარი, ხელს რატომ მირტყამ, რატომ მეჯიკავები ხელით-მეთქი? უცებ შეცბა, მე ხელით არ გეჯიკავებიო… თან ისეთი ტონით მესაუბრებოდა, ალბათ, უშიშროებაში ისწავლა. მე ხელი არ შემიბრუნებია, ვიდექი და მოვთხოვე [პასუხი], ხელს რატომ მკრავ-მეთქი… მერე მივუბრუნდი მეუფეებს, ხომ ხედავთ, ხელი რომ მკრა-მეთქი, რომ მეჯიკავა ვერ ნახეთ-მეთქი? იმათ თავისთავად, არა, არა ]დაგვინახავსო]. ესენი ხომ ბრმები არიან.
ასე რომ, მე არანაირ სინანულს არ ვითხოვ. ერთ რამეს ვიტყვი, მე განვმტკიცდი იმ აზრზე, რომ სგან ხარ მოგზავნილი, ეს არის ჩემი პასუხი, მეუფე შიოვ“, – განაცხადა არქიმანდრიტმა ილია თოლორაიამ.