“რატომ ხართ მილიარდერები?” — ბილი აილიშის სიტყვა, რომელმაც ინტერნეტი აალაპარაკა

ამერიკელი პოპვარსკვლავი ბილი აილიში ყოველთვის გამოირჩეოდა საკუთარი აზრის თამამად გამოთქმით და ეს არც 2025 წლის ინოვატორების დაჯილდოებაზე არ შეცვლილა — 23 წლის მომღერალმა სცენიდან მილიარდერებს მიმართა, მაშინ, როცა ზოგიერთი მათგანი დარბაზში იმყოფებოდა.
29 ოქტომბერს გამართულ ცერემონიაზე ბილის ინოვატორი მუსიკოსის ჯილდო გადაეცა. სანამ ახალგაზრდა მომღერალი სცენაზე ავიდოდა, წამყვანმა სტივენ კოლბერმა გამოაცხადა ბილის გადაწყვეტილების შესახებ, რომ მუსიკალური ტურნედან მიღებული $11,5 მილიონი გადასცეს საქველმოქმედო ორგანიზაციებს, რომლებიც საკვების უსაფრთხოებასა და კლიმატის ცვლილების პრობლემებზე მუშაობენ.
ბილის სცენაზე ასვლისას დარბაზში უამრავი მდიდარი და გავლენიანი სტუმარი იმყოფებოდა. მათ შორის მარკ ზაკერბერგიც იყო, რომელიც ღონისძიებაზე თავისი მეუღლის მხარდასაჭერად მივიდა. Forbes-ის მიხედვით ზაკერბერგი, რომლის ქონებაც $228 მილიარდს შეადგენს, მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანებს შორის მეხუთეა.
აილიში ჯილდოს მიღების შემდეგ სიტყვით გამოვიდა: “ჩვენს ქვეყანაში ხალხს თანაგრძნობა და დახმარება სჭირდება. თუ ფული გაქვთ, აჯობებს, კარგი საქმისთვის გამოიყენოთ და მათ მისცეთ, ვისაც ეს სჭირდება.”
გამოსვლა კი დაასრულა სიტყვებით, რომლებმაც ინტერნეტი აალაპარაკა:
ყველა მიყვარხართ, მაგრამ აქ მყოფ რამდენიმე ადამიანს ჩემზე ბევრად მეტი ფული აქვს. თუ მილიარდერი ხარ, რატომ? ცუდად არ მიიღოთ, უბრალოდ გაეცით თქვენი ფული, მეგობრებო
ტურნეს ფარგლებში თანხის შეგროვების გარდა, მომღერალი მრავალი სხვა გზითაც ცდილობს ქველმოქმედებასა და გარემოს დაცვას. ის კონცერტებზე დამსწრეებს მცენარეულ საკვებს სთავაზობს, ყიდის გადამუშავებადი მასალისგან დამზადებულ პროდუქციას, მოუწოდებს ფანებს, რომ თან იქონიონ მრავალჯერადი გამოყენების წყლის ბოთლები და საკონცერტო მოედნებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მივიდნენ.
ბილიმ არაერთხელ გააკრიტიკა მუსიკალურ ინდუსტრიაში არსებული პრობლემებიც:
“ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ იყოს ეკომეგობრული და ცდილობს ამაში გუნდის ყველა წევრიც ჩართოს, ეს ყველაფერი ძალიან გამაღიზიანებელია,” – განაცხადა აილიშმა. “მსოფლიოს უდიდესი არტისტები ერთი ალბომის დაახლოებით 40 სხვადასხვა ვინილის ვარიანტს გამოსცემენ, რომლებსაც მცირე განსხვავებული დეტალები აქვს, რათა მომხმარებელს მეტი მიჰყიდონ”.

იხილეთ ბილი აილიშის სიტყვით გამოსვლა 2025 წლის ინოვატორების დაჯილდოებაზე:
· ეკონომიკა ალდაგის სამოგზაურო გათამაშება დაიწყო ალდაგის სამოგზაურო გათამაშება დაიწყო
· ეკონომიკა ს ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო ს ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
· ბანკები და ფინანსები თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
· გადახედვა პოლიტიკა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო” “ოცნებას” სთხოვს “დაასახელოს ნიშნული”, რის შემდეგაც ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარს იტყვის “ერთიანი ნეიტრალური საქართველო” “ოცნებას” სთხოვს “დაასახელოს ნიშნული”, რის შემდეგაც ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარს იტყვის
· კულტურა -მ გია ყანჩელის კომპოზიცია — ყვითელი ფოთლების ინსპირაციით, საშემოდგომო ვიტრინები შექმნა -მ გია ყანჩელის კომპოზიცია — ყვითელი ფოთლების ინსპირაციით, საშემოდგომო ვიტრინები შექმნა