დავოსში ვიზიტი უკრაინის პრეზიდენტმა ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრით დაიწყო

დავოსში ვიზიტი უკრაინის პრეზიდენტმა ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრით დაიწყო. მ და იენს სტოლტენბერგმა შეხვედრაზე ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და უკრაინის თავდაცვითი საჭიროებები განიხილეს. საუბარი შეეხო უკრაინის საჰაერო თავდაცვის შემდგომ გაძლიერებას, ნატოს ვაშინგტონის სამიტისთვის მზადებასა და პარტნიორებთან მუშაობას უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებებზე, რომელიც გასულ ზაფხულს, G7-ის ფარგლებში გაფორმდა და ძალაში იქნება უკრაინის ნატოში გაწევრიანებამდე.
ზელენსკიმ ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა უკრაინის ურყევი მხარდაჭერისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ