პაატა ზაქარეიშვილი – გუშინდელ დღეზე შავი დღე საქართველოს არ ჰქონია – რაც სულხან-საბამ ოდესღაც დაიწყო, გუშინ დამარცხდა და იმედია დროებით – ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული, არა ევროკავშირსა და ამერიკაზე, არამედ ხალხზე!

ის, რაც გუშინ ბრიუსელში ითქვა, რა თქმა უნდა, გამანადგურებელია საქართველოსთვის – საქართველო რამდენიმე წლით უკან გადახტა – „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა ძალაუფლების შენარჩუნებაა და ევროკავშირი არ ადარდებს, ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროკავშირმა საბოლოოდ კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს ჩვენთან გაუცხოება, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ევროკავშირის გაფართოების ანგარიშით კმაყოფილია, რადგან ეს მისთვის გამანადგურებელი არ არის იქამდე, სანამ „ხალხი ქუჩაში რეალურად და ნამდვილად არ გამოვა.“
„გვყავს 100 000 ადამიანი, რომლებიც პიკზე გამოდიან. მხოლოდ ხალხზეა დამოკიდებული და არავითარ ევროკავშირზე, ამერიკაზე, „მეგობარ აქტზე“, ჩინეთზე და რუსეთზე – მხოლოდ ქართველ ხალხზე, იმ 100 000 კაცზე, რომელიც ნახევარი დღით გამოდის და არა ორი კვირით. გვყავს 100-200 ადამიანი, რომელიც მთელი წელია ყოველ დღე გამოდიან. მათ გვერდზე გადადეს ყველაფერი და გამოდიან. ამასთან, გვყავს 100 000 ადამიანი, ამ კატეგორიის ადამიანები, რომელსაც ასევე არ უნდათ „ქართული ოცნება“. ეს ადამიანები 2-3 საათით გამოდიან. რა მოხდება, რომ 2 კვირით გამოვიდნენ – არა ერთი წლით ან თვით, არამედ 2 კვირით. ეს იქნება დამანგრეველ „ქართული ოცნებისთვის“ და აღმაშენებელი საქართველოსთვის“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
ამავე თემაზე საუბრისას ზაქარეიშვილმა განმარტა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ პრინციპულად მნიშვნელოვანია ძალაუფლების შენარჩუნება და ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც ამაში მხარს დაუჭერს და ხელს არ შეუშლის, არის .
„ამ ფონზე, არის ძალაუფლების შენარჩუნების დამხმარე ფაქტორი.
2016 წლიდან 2020 წლამდე „ქართულ ოცნებას“ ჯერ კიდევ იმედი აქვს, რომ ევროპული კონტექსტით შეინარჩუნოს ძალაუფლება, მაგრამ მას შემდეგ, რაც 2022 წელს, რუსეთი ში შეიჭრა, მგონი მკაფიოდ უთხრა, რომ თქვენთან თამაშის დრო არ არის, გქონდეს ძალაუფლება, მაგრამ მე მხარს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგიჭერ, თუ მკაფიოდ ჩაჯდები რუსულ პოლიტიკაში“, – აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
ამასთან, ზაქარეიშვილმა ისაუბრა სომხეთის ევროკავშირისკენ სწრაფვაზეც და აღნიშნა, რომ ევროკავშირი სომხეთთან უფრო მეტს მუშაობს, რადგან ის დღეს ფსონს „მოძრავ სახელმწიფოზე“ დებს.
„პრაქტიკულად, სომხეთთან უკვე მეტს მუშაობენ. ერთი მატარებელი წინ არის, მაგრამ გაჩერებულია და მეორე უკან არის, მაგრამ მოძრაობს და ადრე თუ გვიან გაჩერებულ მატარებელს დაეწევა. საქართველო წინაა ვიზალიბერალიზაციით, კანდიდატის სტატუსით და ა.შ, სომხეთს ჯერ ეს არ აქვს, მაგრამ ის მოძრაობს. შეიძლება ძალიან მალე სომხეთმა გაასწროს თუ კანდიდატის სტატუსი და ვიზალიბერალიზაციაც მიიღო. ევროკავშირი დღეს მოძრავ სახელმწიფოზე დებს ფსონს“, – განაცხადა პოლიტოლოგმა.
ზაქარეიშვილის თქმით, გლობალური კონტექსტიდან და ევროპული ინტეგრაციიდან გამომდინარე გუშინდელ დღეზე შავი დღე საქართველოს არ ჰქონია.
„განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ ამომრჩეველმა დაიმახსოვროს – როცა მოლდოვა გახდება ევროკავშირის სახელმწიფო, მაშინ შენთან შვილიშვილი უნდა მოვიდეს და სახეში შეგაფურთხოს, რადგან მას შენ შანსები დაუკარგე. გუშინდელ დღეზე შავი დღე საქართველოს არ ჰქონია ამ გლობალური კონტექსტიდან და ევროპული ინტეგრაციიდან გამომდინარე. რაც სულხან-საბამ ოდესღაც დაიწყო, გუშინ დამარცხდა და იმედია დროებით“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის, ს კრიტიკულ შეფასებებს ბრიუსელისადმი, ზაქარეიშვილმა უპასუხა, რომ მისი სახით „ქართულმა ოცნებამ“ როგორც იქნა იპოვა ადამიანი, რომელიც „ყველაფერზე წამსვლელია.“
„კუჭავა და არჩილ თალაკვაძე ხომ გახსოვთ? სად არიან? – ვერ გაამართლეს. როგორც იქნა, იპოვეს . „ქართულ ოცნებას“ ხომ ყოველთვის საკადრო პოლიტიკის პრობლემები აქვს. ჩანს, რამდენად უჭრით ადამიანების შერჩევა. როგორც იქნა იპოვეს ადამიანი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, როგორც და მდინარაძე. როგორმე დავიჯეროთ, რომ „ქართული ოცნება„ ძალიან სუსტია“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
კითხვაზე, რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ევროკავშირის მხრიდან სანქციების კონტექსტში, ზაქარეიშვილმა უპასუხა, რომ „თუ ჩვენ ველოდებით სანქციებს, რომელიც „ქართული ოცნებისთვის“ დამანგრეველი იქნება, ასეთი სანქციები არ იქნება“.
„რაც ჩვენ გვინდა ის არ იქნება, მაგრამ რაც იქნება, ჩვენთვის საკმარისი არ იქნება. შეიძლება იყოს სანქციები, რომ ელიტას ვიზალიბერალიზაცია გაუუქმდეს. არ იქნება კარგი მათთვის, მაგრამ სიტუაციიდან გამოძვრებიან“, – აღნიშნა პოლიტოლოგმა.