„არაბიზაციას” გარეთ ტყუილად ნუ ეძებთ – თქვენი მცირემორწმუნეობითა და მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობით, გამოცდილი მანიპულატორები ოსტატურად სარგებლობენ

„არაბიზაციას” გარეთ ტყუილად ნუ ეძებთ – თქვენი მცირემორწმუნეობითა და მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობით, გამოცდილი მანიპულატორები ოსტატურად სარგებლობენ
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს წერს და საზოგადოების იმ ნაწილს მიმართავს, რომელიც სხვადასხვა, დაუსაბუთებელ ინფორმაციას ავრცელებს და იჯერებს. „ვინც „აწვებით“ „აქსიომას”, რომ ღმერთი არა არს მოწყალე, არამედ, სჯის; რომ ღვთისმშობელმა მიატოვა იბერია და წილხვდომილობაში აშ-შაიმა ბინტ ალ-ჰარისს გადასცა; ვინც სამების საკათედრო ტაძრის გუშინდელ აღმშენებელს, პატრიოტს და მეცენატს, ხვალინდელი გრანდიოზული მეჩეთის პრარაბად მოიხსენიებთ; ვინც ამ ხელისუფლებას გაუგონარ, საუკუნვან ღალატში სდებთ ბრალს; ვინც უარყოფს წმ. ზოსიმეს ენაზე ბოლო ჟამს ცხვრებისა და თიკნების განსჯის წინასწარმეტყველებას; ვინც ქართული ენის არაბულად ჩანაცვლებას პროგნოზირებთ…
მოკლედ, ნეო-დემიურგების სექტა იქნება თუ პროცენტნახევრიანი პარტიების წევრები – თქვენი „ცბიერ/უკანალებიანი” შეკითხვებით მიმართეთ მითითებულ მისამართებს. ჩემთან კედელზე, შეძახილით- “ტფუი ეშმაკს” და “მართლუკუნ, სატანავ, განვედი ჩემგან” – ავტომატურად დაბლოკილები იქნებით. შეკითხვის ავტორებს: „რა გვეშველება?” და „გვეშველება რამე?” – აქამდე რეკომენდირებულ მისამართებს გავუმეორებ: გამოცდილი ფსიქოლოგი (ძვირია), ან, მორწმუნე მღვდელი. „არაბიზაციას” გარეთ ტყუილად ნუ ეძებთ – თქვენი მცირემორწმუნეობითა და მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობით, გამოცდილი მანიპულატორები ოსტატურად სარგებლობენ. მაგრამ, „არაბიზაცია” თითოეულის გულში ეძებეთ, საიდანაც ნებაყოფლობით უფალი განდევნეთ და არა მის სიყვარულში, არამედ, ყოველდღიურ შიშებში ცხოვრობთ. ასე ხდება ხოლმე გულიდან უფლის განდევნით, ცხონების გზიდან გადმოსვლით, შიში გეუფლება. უფლის დაბრუნება, მასთან დაკაკუნება და ლუციფერის დამარცხება ლოცვითა და მარხვით თქვენ არ გინდათ, ამიტომ, სულ ცოტა, მე თავი გამანებეთ. ჩემს უფალს, ჩემს საქართველოს, ჩემს იმედს, ნდობას და სიყვარულს მის მიმართ არაფერი ემუქრება. თქვენ იკითხეთ – „არაბიზაცია” თქვენშია…“, – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილს და დავით ბაქრაძეს, ომის დაწყებიდან ოთხი დღის განმავლობაში, პირიდან ღიმილი არ მოსცილებიათ, როცა ბარბაროსი მტრისაგან ულმობლად იწირებოდნენ ხელისუფლებისგან სრულიად დაუცველი ადამიანები“ – კონსტანტინე გამსახურდია ოპოზიციონერი აქტივისტის, ლეილა ცომაიას 2008 წლის წერილს აქვეყნებს

ექსტრემისტული მოძრაობა, რომელმაც ნამახვანის პროექტის გაჩერებაში თავისი როლი ითამაშა, კარგად გათვლილი სტრატეგიით მოქმედებდა – იგივე პროცესის მოწმეები ვართ ამჯერადაც, როგორ იწყებს აგორებას წინააღმდეგობა ემაარ ჯგუფის ინვესტიციასთან დაკავშირებით