“იბერია 1999”-მა ბათუმში მოიგო

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 31-ე ტური დასრულდა. ჯგუფის ბოლო მატჩი გაიმართა, იბერია 1999-მა დინამო ბათუმს სტუმრად მოუგო და ლიდერობს.
დინამო ბთ 0:2 იბერია 1999
მოქმედმა ჩემპიონმა მეორე ტაიმში ორი გოლი გაუტანა დინამო ბათუმს. ჯერ გიორგი ჯინჯოლავამ ტექნიკურად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და თავისიანები დააწინაურა, მერე კი სანდრო ალთუნაშვილის ჩაწოდებას მოჰყვა ამირან ძაგანიას ზუსტი თავური და 0:2. ძაგანია რამდენიმე წუთის შესული იყო მინდორზე…
იბერია 1999-ს და დილას თანაბარი რაოდენობის ქულები აქვთ, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში თბილისელებს აქვთ უპირატესობა და ცხრილშიც წინ არიან.
დინამო კი მეექვსეზეა. გუნდს 11-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
erovnuliliga.ge
“დინამო თბილისისა” და “გარეჯის” მოგებები, “სამგურალი”-“გაგრას” ფრე
“სამგურალის” ზედიზედ მეხუთე მოგება
“იბერია 1999” პირველ ადგილზე დაბრუნდა, “გაგრამ” “დინამო ბათუმს” მოუგო
“სამგურალის” ზედიზედ მეხუთე მოგება
“დინამო თბილისისა” და “გარეჯის” მოგებები, “სამგურალი”-“გაგრას” ფრე
ფანცულაია გოლებს აგროვებს; “სამგურალმა”, “გარეჯმა” და “თელავმა” გაიმარჯვეს
“დინამო თბილისმა” ფოთელებს მოუგო; “თელავი”-“ტორპედო” ფრედ დასრულდა