გზის გადაკეტვა, ეს არის სრულად გარედან მართული, წახალისებული და წაქეზებული აქტი –

აც შეეხება გზის გადაკეტვას, ჩვენ ვნახეთ, რომ ეს არის სრულად გარედან მართული, წახალისებული და წაქეზებული აქტი, მათ შორის, ვნახეთ ეს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გზის გადაკეტვაში მონაწილეობის მიღებით, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პროტესტის მონაწილეების მიერ რუსთაველის გამზირის გადაკეტვის შეფასებისას.
„ეს იყო პირადი მაგალითი და ჩვენება იმისა, რომ ბრიუსელი რომ ავიღოთ კვლავ კოლექტიურ განსაზღვრებად, მათი გადმოსახედიდან მნიშვნელოვანია, რომ სასჯელის ფასად, საკუთარი თავისუფლების ფასად, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად – იმიტომ, რომ იქ უწევთ ყოფნა სხვადასხვა ამინდის დროს, ბრიუსელმა და ზოგიერთმა ძალებმა ევროპაში საკუთარ მიზანს მიაღწიონ საქართველოს ხელისუფლებაზე პოლიტიკური გავლენის მოპოვების მხრივ. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზნისთვის განხორციელებული ქმედებები“, – განაცხადა .
მისი თქმით, ამაზე თავად ეს ადამიანები უნდა დაფიქრდნენ, თუ როგორ სწირავენ „საგამზირე მსხვერპლებად“.
„ამაზე უნდა დაფიქრდნენ თავად ეს ადამიანები, თუ როგორ სწირავენ მათ ეს ეგრეთ წოდებული ევროპული და სინამდვილეში თავისი არსით ანტიევროპული და ევროპულობისგან დაცლილი შიდა თუ გარე ძალები საგამზირე მსხვერპლებად იმისთვის, რომ კიდევ ერთ რეზოლუციაში ჩაწერონ რამე, X-ზე პოსტი დადონ თუ ფეისბუქზე თქვან და ამსტერდამში თუ სტოკჰოლმში რომელიმე მრგვალ მაგიდაზე ეს ახსენონ. ეს ადამიანები არიან მათი მსხვერპლი მათი, ვისაც ისინი იდეურად მისდევენ. ეს არის რუსთაველის გამზირისთვის განწირული მსხვერპლი გარე და შიდა ძალებისა, რომელთა მთავარი მიზანი არის საქართველოს სუვერენიტეტის შეზღუდვა და ქართველი ხალხისთვის საკუთარი ხელისუფლების თავს მოხვევა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა

ასევე დაგაინტერესებთ