მასკის „სიღარიბის ხედვა: სამყარო სიღარიბის გარეშე და ,,მდგრადი სიმდიდრით”

ელონ მასკის განცხადებით, კომპანია Tesla-მ უკვე დაიწყო რობოტის – Optimus-ის – სატესტო წარმოება, და მისი დანერგვა მომავალში გადამწყვეტ როლს ითამაშებს ავტონომიურ და ინოვაციურ ტექნოლოგიებში. მასკის თქმით, Optimus-ის შექმნა არის ნაბიჯი სრულიად ახალი ეპოქისკენ — ეპოქა, სადაც ადამიანები შეძლებენ „მუშაობის გარეშე იცხოვრონ, ხოლო რობოტები შეასრულებენ ყველა საჭირო საქმეს.“
„Optimus-ი ადამიანის გარეშე სამყაროს მართვის ხარისხის რეალურ მაგალითად იქცევა. ის ჩვენი ხედვის ნაწილია — შევქმნათ მდგრადი მომავალი, სადაც ტექნოლოგიები, ინტელექტი და ენერგია ერთიანად ემსახურება ადამიანის კეთილდღეობას,“ — აღნიშნა მასკმა.
მისივე თქმით, Tesla-ს მიზანია გააერთიანოს ავტონომიური მართვის სისტემა, და რობოტიკა ერთ პროდუქტში: „ჩვენ გვჯერა, რომ ეს იქნება გარდამტეხი დრო — Optimus-ი ისეთივე მნიშვნელოვნად შეცვლის სამყაროს, როგორც ოდესღაც შეცვალა ინტერნეტმა.“
Optimus-ის გარდა, მასკმა კიდევ ერთხელ აღნიშნა Tesla-ს გეგმა Robotaxi-ის სერვისის ამოქმედების შესახებ, რომელიც სრულად ავტონომიურ რეჟიმში იმუშავებს და გააუმჯობესებს გადაადგილების უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ ეფექტიანობას.
„ჩვენი მიზანია შევქმნათ მომავალი, სადაც არ იქნება სიღარიბე და ენერგიის დეფიციტი. Tesla და SpaceX ამ მიზნისკენ მუშაობენ — ჩვენ გვჯერა, რომ ტექნოლოგიები უნდა ემსახურებოდეს ყველას,“ — დასძინა მასკმა. Optimus-ი ამჟამად ტესტირების ფაზაშია Tesla-ს ოსტინის ქარხანაში, ხოლო ექსპერტების შეფასებით, რობოტის კომერციული დანერგვა შეიძლება მომდევნო წლებში დაიწყოს.