– მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი არ წავა კომპრომისზე ფუნდამენტურ ღირებულებებსა და პრინციპებთან დაკავშირებით, არ ვკარგავთ საქართველოს იმედს – გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული და მთლიანად საქართველოს ხელშია

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, ს განცხადებით, ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის, თუმცა, მიუხედავად ამისა, ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღია რჩება.
„კანდიდატი ქვეყანა ქაღალდზე თუ კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ სახელით. ეს იყო უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის სიტყვები. ჩემთვის ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია. მაგრამ ამავდროულად, მინდა ძალიან ხმამაღლა და ნათლად აღვნიშნო, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღია რჩება. თუ ხელისუფლება გადაწყვეტს მოქმედების კურსის შეცვლას და იმ ღირებულებებსა და პრინციპებთან შესაბამისობაში მოყვანას, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული“,-აღნიშნა ელჩმა.
მისი თქმით, გაფართოების ანგარიშში ნათლად არის აღწერილი ის ნაბიჯები და რეფორმები, რომლებიც საქართველომ უნდა გადადგას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გასვლისა და წინსვლისთვის.
„პირველ რიგში, საქართველომ უნდა გამოავლინოს მტკიცე ერთგულება დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სერიოზული უკუსვლის შესაცვლელად და მიაღწიოს პროგრესს ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ელჩმა.
მისი თქმით, ევროკავშირი გვერდით უდგას საქართველოს 30 წლის განმავლობაში.
„ჩვენ ამას ვაკეთებთ, რადგან გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობას სჯერა ევროკავშირის. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ქართველი ხალხისთვის მიცემულ დაპირებას. ჩვენი მხრიდან, ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, გავაგრძელოთ ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი არ წავა კომპრომისზე ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებსა და პრინციპებთან დაკავშირებით, ჩვენ ასევე არ ვკარგავთ საქართველოს იმედს. ამ ანგარიშის დასკვნები არ უნდა იქნას აღქმული, როგორც საბოლოო წერტილი, არამედ როგორც გამოფხიზლების ზარი და მიწვევა ვალდებულებების განახლებისკენ. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული და მთლიანად თავად საქართველოს ხელშია“, – აღნიშნა ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გამოვიდნენ ბედნიერი, გახარებული სახეებით. რაში მაინტერესებს რა ეჭირათ ხელში, ისე უხაროთ ჩვენი, ხალხის დანახვა. არ დამსხდარან და არ მოუყოლიათ, როგორ სიმწრით დაზარდათ ოჯახებმა…