ზელენსკიმ გერმანიას მახლობა გადაუხადა Patriot-ების გადაცემისთვის

გერმანიამ ს საჰაერო თავდაცვის ორი სისტემა Patriot-ი გადასცა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა სამშაბათს ევროკავშირის გაფართოებულ სამიტზე.
„მინდა მადლობა გამოვუხატო გერმანიას. ახლახან გადმოგვცეს Patriotის ორი სისტემა და მათ ვითვისებთ,“ თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკის არაერთხელ განუცხადებია, რომ Patriot-ები უკიდურესად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, რათა თავი დაიცვას ს იერიშებისგან. ის -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრებზე რეგულარულად აყენებს ხოლმე სთვის დამატებითი Patriot-ების გადაცემის საკითხს.
ამასთან, როგორც გერმანული გაზეთი Handelsblatt-ი იტყობინება სამშაბათს, გერმანიას კვლავაც მიზანშეუწონლად მიაჩნია სთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტა Taurus-ების გადაცემა. ამ პოზიციაზე იყო გერმანიის ყოფილი კანცლერი , ამავე აზრისაა ამჟამინდელი კანცლერი ფრიდრიხ მერცი.