ზურაბ ცეცხლაძის განცხადებით, მისი შვილის, ზვიად ცეცხლაძის „ტერორისტად“ მოხსენიების გამო, ს წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს

ჯგუფური ქმედებისთვის და მასში მონაწილეობისთვის მსჯავრდებული ზვიად ცეცხლაძის მამის, ზურაბ ცეცხლაძის განცხადებით, მისი შვილის „ტერორისტად“ მოხსენიების გამო, პარლამენტის თავმჯდომარის, ს წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინი არ აქვს, სასამართლო აღნიშნულ სარჩელს წარმოებაში მიიღებს, ისინი აღნიშნულ საქმეს სტრასბურგშიც წაიღებენ.
„შალვა პაპუაშვილს ბრიფინგი ჰქონდა, მას შემდეგ, რაც ზვიადმა ევროკავშირის ელჩისგან [სგან] ციხეში წერილი მიიღო, რომელიც ზვიადის მიერ გაგზავნილი წერილის საპასუხოდ მისწერა. ზვიადი წერილში ევროკავშირის ელჩს სთხოვდა, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია არ გაეუქმებინათ და საქართველო ევროსაბჭოდან არ გამოეძევებინათ. ევროკავშირის ელჩის პასუხი ძალიან მოზომილი და დიპლომატიური იყო, იქ არ იყო ისეთი რამ, რომელსაც მათი გაღიზიანება შეეძლო. მაგრამ ერთ-ერთ ბრიფინგზე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა – „ტერორისტთან საელჩოს მიმოწერა არანაირი ყოველდღიური დიპლომატიური საქმიანობა არ არის, მართლა შტერები ვგონივართ, მე მგონი, ამათ ქართველები“.
ფაქტობრივად განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩმა, რაღაც დანაშაული ჩაიდინა.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნებისა“ და ზვიად ცეცხლაძის პოზიციები ფაქტობრივად ერთმანეთს ემთხვეოდა.
აქედან გამომდინარე, სარჩელს ვამზადებთ, რომელსაც სასამართლოში შევიტანთ, რითაც მოვითხოვთ, რომ შალვა პაპუაშვილმა იმავე საინფორმაციო საშუალებებით უარყოს ეს ინფორმაცია და დაადასტუროს, რომ ეს მისი მხრიდან შეცდომა იყო. ბოდიშსაც თუ მოიხდის კარგი იქნება, რადგან ახალგაზრდა ბიჭს ტერორისტი უწოდა მაშინ, როდესაც ზვიადი ტერორიზმის მუხლით გასამართლებული არ არის.
ვფიქრობთ, რომ ამ სარჩელს კვირის ბოლომდე შევიტანთ. მოლოდინი არ მაქვს, რომ სასამართლო ამ სარჩელს წარმოებაში მიიღებს, მაგრამ ყველა ინსტანციაში ამ თემას ამოვწურავ. ეს ჩვენთვის სასტრასბურგე საკითხია. შეურაცხმყოფელია ჩემი შვილის მისამართით მსგავსი ტერმინის გამოყენება. უღირსნი უნდა ვიყოთ, რომ ეს ყურადღების გარეშე დავტოვოთ და ეს საქმე ბოლომდე არ მივიყვანოთ“, – განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – შეფასებებს განა იმიტომ არ ვაკეთებთ, რომ ვინმეს მტრობა განვიზრახეთ, არამედ იმიტომ, რომ ბევრს არ ვეთანხმებით, მაგალითად იმას, რომ არჩევნები გაყალბდა – ნუ გვთხოვთ, რომელიღაც მხარეს დავდგეთ, გარწმუნებთ, წაგებული დარჩებით