თამო კეშელავა: ეგრეა, კი, რაც გიორგობიანმა დაწერა – აბა, ქოცების შვილებს, ძმებს, დედებს, ბაბუებს შეეხონ – აგინებენ, აფურთხებენ და თუ მიუშვეს, მართლა დაუტეხავენ თავებს, ჩვენი შვილები…

ჟურნალისტი თამო კეშელავა:
ეგრეა, კი, რაც გიორგობიანმა დაწერა – აბა, ქოცების შვილებს, ძმებს, დედებს, ბაბუებს შეეხონ – აგინებენ, აფურთხებენ და თუ მიუშვეს, მართლა დაუტეხავენ თავებს, ჩვენი შვილები, ჩვენი ძმები და დედები კიდიათ.
ეგრეა, კი, გომელაური არ ეხებოდა, გეკამ ჯერ ყველა არ იცის, მაგრამ როგორც ჩანს, გეკამაც მოუგვარა და აიღო პოსტი.
მეტი დანაშაული რა გინდა, ოცნების მომხრე წერს, ჩემიანები კანონს რომ არღვევდნენ, გომელაური ალაგებდა მყისიერად და უი, გეკას დააგვიანდაო.
დაემუქრა, ლანძღა და გეკამ თავზე ხელი გადაისვა და ისე მოიწმინდა.
მაგიტომ აიღო პოსტი, რომ იცინით და დასცინით, რომ მოუგვარეს, დაულაგეს და რა გვიხარია, ოღონდაც?
ჩვენ მონის დაძახებაზე გვაჯარიმებენ.
ჩვენ მონის დაძახების გამო გვეძახიან უზრდელებს.
71 წლის და 75 წლის ბებიებს და ბაბუებს ატუსაღებენ, რუსთაველზე მხოლოდ დგომის გამო.
მხოლოდ პირბადის ტარების გამო ადამიანებს ციხეებში ყრიან!
მაგათგან მუქარაც მოსულა, ლანძღვაც, გინებაც, ჩაწყობაც…
მაგიტომ უნდათ ოცნება და .
აბა, ახლა ეგეთებს ევროპაში რა მომავალი აქვთ?
რა უნდა აკეთონ ეგეთებმა ევროპაში?
წარმოიდგინეთ, პარიზში იჭერენ გიორგობიანის ძმას და წერს პოსტს, ლანძღავს მინისტრს, ემუქრება, ეგრევე დალაგდება ამბავი და პოსტსაც აიღებს – ჰა, წარმოიდგინეთ? ვერა, ხო?
ეგაა.
ეგაა მიზეზი იმ “ამოუხსნელისა” რატომ აძლევენ ოცნებას ხმას.
პ.ს.
ამას წინათ, ერთმა ქოცმა დაწერა, ქარსელაძეზე, გარეგნულადაც ეტყობა, რომ კორიფციონერიაო – ანუ, მის პუტკუნა ლოყებს და წონას დასცინა, – ეგაა სიბანძე. ქარსელაძე ეგეთი გარეგნობის იყო, როცა გაამინისტრეს და მოსწონდათ, გაუშვეს და გარეგნობაზე მისდგნენ – და იცინეს ამ პოსტზე ქოცებმა, იცინის, იცინეს გულისწასვლამდე – უნდა ახლა ამ ხალხს ევროპა? ხალხს, ვისაც ჰგონია სახელის შეცვლით, გარეგნობაზე აპელირებით ვინმეს ამცირებს? ხალხს, ვისაც ჰგონია მისი არმოსაწონი გარეგნობა კორუფციაზე დიდი დანაშაულია? – რად უნდა, რა თავში იხლიან ახლა ეგეთები ევროპას?
შეგახსენებთ, დღეს, ქართული ოცნების მომხრემ, ჟურნალისტმა მანჩო გიორგობიანმა პოსტი დაწერა.