– ტერორი საქართველოში – ახალი რეკორდები: აფგან სადიგოვი ჯამში 100 000 დოლარით დაჯარიმდა ახალი კანონის დარღვევისთვის, რომელიც მომიტინგეებს ქუჩების გადაკეტვას უკრძალავს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, აცხადებს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი, რომელიც თბილისში ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს ესწრება, ჯამში, 100 000 დოლარით დაჯარიმდა.
მისი შეფასებით, ეს საქართველოში ტერორის ახალი რეკორდია.
„ტერორი საქართველოში – ახალი რეკორდები! აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი, რომელიც თბილისში ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს ესწრება, ჯამში, 100 000 დოლარით დაჯარიმდა ახალი კანონის 55 დარღვევისთვის, რომელიც მომიტინგეებს ქუჩების გადაკეტვას უკრძალავს“, – წერს ზურაბიშვილი.