„ჰამასის“ მიერ სამი მძევლის ცხედრის დაბრუნების შემდეგ, ისრაელმა 45 პალესტინელის ნეშტი დააბრუნა

წითელი ჯვრის ცნობით, „ჰამასის“ მიერ სამი მძევლის ცხედრის დაბრუნების შემდეგ, ისრაელმა 45 პალესტინელის ნეშტი დააბრუნა.
ს ოფიციალური პირების ინფორმაციით, „ჰამასმა“ სამი ისრაელელ ჯარისკაცის ცხედარი გადასცა.
ცხედრების მიღებას ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს. სამინისტროს თქმით, ბოლო პერიოდში დაბრუნებული ცხედრებიდან მხოლოდ 78-ია იდენტიფიცირებული.
მედიის ცნობით, სასამართლო ექსპერტიზის სამუშაოებს ღაზაში დნმ-ის ტესტირების ნაკლებობა ართულებს.
ცნობისთვის, ისრაელ -„ჰამასის“ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ყოველი გარდაცვლილი ისრაელელი მძევლის დაბრუნების სანაცვლოდ 15 პალესტინელის ნეშტს აბრუნებს.