“აქ, მიწისქვეშ, სადაც არც მზე იყო, არც ჰაერი, არავის აინტერესებდა არც ქოცი და არც ნაცი, არც რელიგია და არც მრწამსი, აქ ყველას ადამიანი აინტერესებდა”

“დღეს, მეტრო გაჩერდა გვირაბში, ალბათ რამოდენიმე წუთი, ასოთხმოცამდე დავითვალე, მერე პატარა გოგო გახდა ცუდად, ზოგმა წყალი, ზოგმა წამალი, ზოგმა წამოაწვინა, ზოგმა ხელები დაუზილა, ზოგი მემანქანეს დაუკავშირდა და სთხოვა ბაქანზე მზადყოფნაში ყოფილიყვნენ, ზოგმა რა ქნა და ზოგმა რა… ამ ბიჭის სიმარდემ მეც გადამარჩინა, რომ მეც იქვე არ გავშხლართულიყავი, თუმცა პანიკური შეტევა დამემართა, ვეღარ ვსუნთქავდი და ცრემლები თავისით მდიოდა, მაგრამ ეგ ზღვაში წვეთია… ნერვები აღარავის შეგვრჩა. მაგრამ იცით რა არი? აქ, მიწისქვეშ, სადაც არც მზე იყო, არც ჰაერი, არავის აინტერესებდა არც ქოცი და არც ნაცი, არც რელიგია და არც მრწამსი, აქ ყველას ადამიანი აინტერესებდა. დიდი მადლობა ამ ბიჭს, გასაოცარი გულისხმიერებისთვის და სწრაფი, გონიერი მოქმედებებისთვის. მადლობა ყველას, ვინც იმ პაწაწინა ვაგონში ცდილობდა ადამიანის გადარჩენას… მიყვარხართ ადამიანებო 🥰” | წერს მოქალაქე ოლიკო ცისკარიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)