სამწუხაროდ ბევრი უკრაინელი ვერ შეხვდება ამ ზამთარს! არასამშვიდობო პოლიტიკით, ბევრიც ვერ გადაიტანს ამ ზამთარს!

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი “ქართული ოცნებიდან”, ცოტნე ანანიძე, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც უკრაინაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყანა ამ ზამთარს მარტო არ შეხვდება, რადგან ევროკავშირი უკრაინის გვერდითაა. ანანიძის განცხადებით, არასამშვიდობო პოლიტიკის გამო, სამწუხაროდ, ბევრი უკრაინელი ვერ შეხვდება ამ ზამთარს. “სამწუხაროდ ბევრი უკრაინელი ვერ შეხვდება ამ ზამთარს! არასამშვიდობო პოლიტიკით, ბევრიც ვერ გადაიტანს ამ ზამთარს!” – წერს ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ძამაშვილი: „23-25 ივნისს თბილისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა. ყველა ის ადამიანი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით საჯარო სერვისების ადმინისტრირებაზე მუშაობს, საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმზე მოიყრის თავს“