ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში აფეთქების შედეგად გაერო-ს მშვიდობისმყოფელი დაიღუპა

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში აფეთქების შედეგად გაერო-ს მშვიდობისმყოფელი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ს ძალები ავრცელებს.
„კამერუნის კონტინგენტის პატრული მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გუნდს ახლდა თან. აფეთქების შედეგად კიდევ ხუთი მშვიდობისმყოფელი დაშავდა, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა“, – ნათქვამია გაერო-ს ძალების განცხადებაში.
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაერო-ს მრავალგანზომილებიანი ინტეგრირებული სტაბილიზაციის მისიის ხელმძღვანელმა, ვალენტინა რუგვაბიზამ ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენება დაგმო.

ასევე დაგაინტერესებთ

გარემოს ეროვნული სააგენტო – 21-23 ივლისს, აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურამ შესაძლებელია 38-40 გრადუსს მიაღწიოს – ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს