მედია – ს ქალაქ კსტოვოში ორ ნავთობსაწარმოზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის საზოგადოებრივი ჯგუფების ცნობით, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში, ქალაქ კსტოვოში, “ლუკოილის” ნავთობსაწყობისა და ნავთობქიმიური ქარხნის მახლობლად მდებარე სამრეწველო ზონაში დრონით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.
რუსული „ტელეგრამ“ არხების ცნობით, კსტოვოს მაცხოვრებლებმა აფეთქების ხმები გაიგონეს.
ტელეგრამ არხი „ასტრა“ წერს, რომ გააანალიზეს კადრები და დაასკვნეს, რომ ხანძარი სამრეწველო ზონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გაჩნდა, სადაც ორი ნავთობსაწარმო მდებარეობს – „სიბურ-კსტოვო“ და „ლუკოილ-ნიჟეგოროდნეფტეორგსინტეზი“.
„სიბურ-კსტოვოს“ ნავთობქიმიური ქარხანა აწარმოებს ეთილენს, პროპილენს, ბენზოლს და ნახშირწყალბადების რიგ ფრაქციებს. ასევე, უკრაინული მედია იუწყება, რომ ის ასაფეთქებელი ნივთიერებების კომპონენტებსაც აწარმოებს.
რაც შეეხება „ლუკოილი-ნიჟეგოროდნეფტეორგსინტეზს“, მედიის ცნობით, ის ს ფედერაციის ერთ-ერთი წამყვანი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა და მნიშვნელოვანია მოსკოვის რეგიონისთვის, რომელზეც ქვეყანაში ბენზინის მოხმარების დაახლოებით 30%-ი მოდის. ქარხანა 50-ზე მეტ პროდუქტს აწარმოებს, მათ შორის საავტომობილო, საავიაციო და დიზელის საწვავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩინეთი ისტორიულად წარმოადგენს აბრეშუმის გზის ცენტრალურ საყრდენს, საქართველო, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილი, მზად არის, გააფართოოს თანამშრომლობა ჩინეთთან – ირაკლი კობახიძე

ყოფილი დიპლომატები – ევროკომისიის ანგარიშში ასახული უმძიმესი რეალობა ცხადყოფს ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” მიერ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართულ საბოტაჟს, კონსტიტუციის უგულვებელყოფასა და ეროვნული ინტერესების ღალატს