აზა ჩილაჩავა – ხელისუფლებას ვეტყვი იმას, რომ არ ვემორჩილები მათ კანონს, მე არ მინდა – ხვალ რუსთაველზე ვიქნები, ისევ გადავკეტავ გზას, პირველი გადავალ!

ხელისუფლებას ვეტყვი იმას, რომ არ ვემორჩილები მათ კანონს. მე არ მინდა , – ამის შესახებ 71 წლის აქციის მონაწილე აზა ჩილაჩავამ ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ საქალაქო სასამართლოს ეზოში მედიასთან განაცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, ხვალაც აპირებს რუსთაველის გამზირზე გასვლას, მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად სისხლის სამართლის კოდექსით შეიძლება გასამართლდეს.
„რუსეთმა მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, მოგვიწყვეს გენოციდი. არ ვეთანხმები იმას, რომ ჩვენთან იყოს რუსეთი და ბობოქრობდნენ. მე ვიბრძვი, მე ხვალაც გამოვალ. ხვალაც გამოვალ, მეხვეწებიან – არაო.
არ შევუშინდები, მაინც გავაკეთებ ჩემსას. რომ იძახიან კანონიო, თვითონ ირგებენ ამ კანონებს.
მე არ დავემორჩილები. ვიცი, რომ ხვალ რომ გავალ, სისხლით გავსამართლდები. ვიყო, წავალ, დავჯდები.
დღეს ვერ გავალ რუსთაველზე, ხვალ ვიქნები! ისევ გადავკეტავ გზას, პირველი გადავალ!“, – განაცხადა აზა ჩილაჩავამ.
კითხვაზე, აგრძელებს თუ არა შიმშილობას, აზა ჩილაჩავა პასუხობს, რომ არა, მაგრამ თუკი ხვალ ისევ დააკავებენ, კვლავ დაიწყებს.
„ამჟამად არ ვაგრძელებ, მაგრამ ხვალ რომ მომიყვანენ, კი“,- აღნიშნა აზა ჩილაჩავამ.
მედიის რეპლიკაზე, შეიძლება 1 წლით გაუშვან ციხეში, 71 წლის აქტივისტი ასე პასუხობს: „ვიცი, მერე რა?!“.
აქციის მონაწილე, აზა ჩილაჩავა, რომელსაც “გზის გადაკეტვას” ედავებოდნენ, ერთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, გათავისუფლდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: ჩვენ ინვესტორის საქმეში ცხვირის ჩაყოფას კი არ ვითხოვთ… ჩვენ გვაინტერესებს ამ ღატაკმა ქვეყანამ რატომ და რა პირობებით უნდა შეათხლიშოს ამ არაბ ინვესტორს 2 მილიარდ დოლარზე მეტი, ამხელა ტყე რატომ და რა პირობებით უნდა მისცეს?