ლევან სანიკიძე: …მაგრამ საქართველო ჯერ, ჯერ არ არის ბელარუსი და ჩეჩნეთი

ლევან სანიკიძე:
ივანიშვილს დასავლეთი ლუკაშენკოსა და კადიროვის ჰიბრიდად ნამდვილად თვლის, მაგრამ საქართველო ჯერ, ჯერ არ არის ბელარუსი და ჩეჩნეთი.
კანდიდატის სტატუსის შენარჩუნება, ვიზალიბერალიზაციის არ შეჩერება მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის ბრძოლის, მედგარი წინააღმდეგობის შედეგია. მაგრამ ამასაც აქვს ზღვარი.
ცივილიზებული სამყაროსთვის საქართველოსთვის ამ შეფასებისთვის მისანიჭებლად აკლია:
1. პარტიების აკრძალვა;
2. ქუჩის პროტესტის დასრულება;
3. თავისუფალი მედიის ჩაქრობა;
4. უნივერსიტეტების ჩამონგრევა;
5. არასამთავრობო ორგანიზაციების ბოლომდე დაშლა.
ფაქტია ბევრი ვერ აღიქვამს ტოტალური სიბნელის, უსამართლობის მორევში დიდი ხნით ცხოვრების საფრთხეს. ეს არის მწვავე პრობლემა.
თუ ბევრად მეტი ადამიანი არ ჩაერთო ივანიშვილისთვის ამ ამოცანების შესრულების ჩაშლის პროცესში, დიქტატურა იმაზე მალე მიაღწევს თითოეული ქართველის ოჯახთან, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩერგოლეიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ახლა ისეთ მდგომარეობაშია, რომ უკან დახევის ფუფუნება არ აქვს. რეპრესიებით უჭირავს ეს ყველაფერი და რეპრესიები თუ აუშვა, მაშინ იწყება ზუსტად ავტოკრატებისთვის საშიში დრო, ჩამოინგრევიან