ლიონელ მესი მეოთხედ გახდა წლის საუკეთესო ფეხბურთელი

ლონდონში ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) დაჯილდოების ცერემონია – The Best-ზე საუკეთესო ფეხბურთელები და გუნდები 11 ნომინაციაში გამოვლინდნენ.
ნომინაციაში – წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი – გაიმარჯვა ლიონელ მესიმ. არგენტინელმა მოულოდნელად გაუსწრო გასულ სეზონში ტრებლის მომგებს, ჩემპიონთა ლიგისა და ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირს, „ოქროს ბუცის“ მფლობელს, ერლინგ ჰალანდსა და კილიან მბაპეს. მესი ამ პრიზის მფლობელი მეოთხედ გახდა.
მესიმ და ჰალანდმა ქულების თანაბარი რაოდენობა მიიღეს და არგენტინელი გამარჯვებული გახდა ეროვნული გუნდების კაპიტნების მხრიდან უფრო ხმის წყალობით.
შეგახსენებთ, რომ ლაურეატები 2022 წლის 19 დეკემბრიდან 2023 წლის 20 აგვისტომდე ნაჩვენები შედეგების მიხედვით ირჩეოდნენ.