კადრების დეფიციტი გამოწვევად რჩება, მაგრამ გარკვეული სტაბილიზაცია იგრძნობა – შოთა ბურჯანაძე

როგორი იყო 2023 წელი ჰორეკა სექტორისთვის, გასული პერიოდი რადიო „კომერსანტის“ ეთერში რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შეაფასა. შოთა ბურჯანაძის თქმით, 2023 წელმა სექტორისთვის პოზიტიურად ჩაიარა და ეს რიცხვებშიც აისახა, თუმცა იყო გამოწვევებიც, რომელთა შორისაც შოთა ბურჯანაძე კვალიფიციური კადრების დეფიციტს ასახელებს.
„ამ გამოწვევის სრულად გადაჭრა უახლოეს 3-4 წელიწადში წარმოუდგენელია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული სტაბილიზაცია იგრძნობა,“ – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ და იმედი გამოთქვა, რომ იმ პროგრამების წარმატებით განხორციელების შემდეგ, რომელიც განათლების უწყებისა და ბიზნესის თანამშრომლობით მიმდინარეობს, სიტუაცია გაცილებით დადებითისკენ შეიცვლება.
შოთა ბურჯანაძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ საჭიროა პროფესიული განათლების მეტად პოპულარიზაცია.
შოთა ბურჯანაძემ ასევე ისაუბრა იმაზეც, რომ ქვეყანაში აუცილებელია მაღალმხარჯველ უნარიანი ტურისტების მოზიდვა, რომელთაც ქვეყანაში შესაბამისი სერვისი უნდა დახვდეს. ამიტომ აუცილებელია სერვისი დამოკიდებული იყოს არა ბიზნესის კეთილსინდისიერებაზე, არამედ შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს.