თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ – იპოვეს მისი ძაღლი

15 იანვრის 17:00 საათიდან თბილისში ახალგაზრდა კაცს, დათი გავაშელს ეძებენ.
თავდაპირველად, ის, თავის ლაბრადორთან ერთად, დიღმის მასივის ტერიტორიაზე, გრძელი, მწვანე ქურთუკით შენიშნეს. მოგვიანებით გავაშელი კამერებმა, ასევე ძაღლთან ერთად, თუმცა მოკლესახელოიანი მაისურით დააფიქსირეს.
აღმაშენებლის ხეივანზე, “ვენდისთან”, იპოვეს დაკარგულის ძაღლი და თავად დათი გავაშელიც იმავე ტერიტორიაზე შენიშნეს.
მისი მეგობრების თქმით, ბოლო მონაცემებით, ახალგაზრდას შავი ჰუდი აცვია.

ასევე დაგაინტერესებთ

თვითმმართველობის არჩევნების შესახებ სერიოზული მსჯელობა არის დასაწყები. ჩვენ ვატარებთ კვლევას, რომელშიც ჩანს, რომ უპირატესობა მონაწილეობის სასარგებლოდ არის დაახლოებით ოთხჯერ უფრო მეტი

მიზანმიმართულად დაარღვიეს კანონი და დააკავებინეს თავი. ციხე მათთვის კომფორტია, რადგან ისინი არიან სრულიად განულებულები და ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ვერანაირ პოლიტიკურ ამინდს ვერ ქმნიან