„გამიშვით, მომისაჯეთ… ცუდად ვარ, არც წყალი მიმიღია“ – აზა ჩილაჩავა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დან დევნილი, აზა ჩილაჩავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა.
“გამიშვით, მომისაჯეთ…” – სასამართლო პროცესზე 71 წლის ქალმა განაცხადა, რომ მას ქვეყნის სიყვარულისთვის სჯიან.
„გამიშვით, მომისაჯეთ… ცუდად ვარ, არც წყალი მიმიღია, არც არაფერი, მსჯიან ქვეყნის სიყვარულისთვის. გამიშვით, მომისაჯეთ, იყოს ბებო, მე ქვეყნის გულისთვის ვისჯები, შემოვევლე ყველას, ამათ გულისთვის თავსაც გავწირავ. მოსვენება მინდა, არც ხმაური, არც არაფერი, ბებო, დამსაჯეთ, მე ვარ, რაც გინდათ იმას უყურეთ, მე ვარ პროტესტის მონაწილე, კი ბატონო, კიდევ გადავკეტავ” – თქვა მან. (“რადიო თავისუფლება”)
“ოცნების” სასამართლომ, საბოლოოდ 71 წლის აზა ჩილაჩავას რუსთაველის გამზირის გადაკეტვის საბაბით, 1-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას რამდენიმე საათში შეუსრულდება დაკავებიდან 24 საათი და გაანთავისუფლებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“