ომბუდსმენმა ექიმთა კონსილიუმთან თანამშრომლობა გააგრძელა

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 15 იანვარს ლევან იოსელიანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, აპარატმა მესამე პრეზიდენტ, სათვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის შეფასების მიზნით შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფთან თანამშრომლობა გააგრძელა.
“ჯგუფი, რომელიც 2021 წლის ნოემბრიდან ფუნქციონირებს, პერიოდულად ამოწმებს პაციენტის მდგომარეობას, ეცნობა სამედიცინო დოკუმენტაციას და აქვეყნებს დასკვნებს. ამ ეტაპზე ექიმთა კონსილიუმს 11 დასკვნა აქვს მომზადებული. ექიმ-ექსპერტთა ჯგუფის წევრები არიან: ნევროლოგი თენგიზ წულაძე, კარდიოლოგი გიორგი კაჭარავა, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი გიორგი გრიგოლია, ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი და პალიატიური მედიცინის სპეციალისტი აიდა გოზალოვა, ენდოკრინოლოგი ნინო ზავრაშვილი, კარდიოლოგ-არითმიოლოგი გიორგი პაპიაშვილი და თერაპევტი, შინაგანი სნეულებებისა და ჰოსპიტალური მედიცინის სპეციალისტი გრიგოლი ხურციძე”, – აღნიშნულია განცხადებაში.