Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ 5 ტრილიონ დოლარს მიაღწია

კომპანია Nvidia Corp.-მა გასულ კვირას ისტორიული რეკორდი დაამყარა— ის პირველი კომპანიაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამ 5 ტრილიონ დოლარს მიაღწია,- ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Bloomberg ავრცელებს.
ანალიტიკოსების შეფასებით, ს რევოლუციის ეპიცენტრში მყოფი ჩიპების მწარმოებელი არა მხოლოდ ყველაზე დიდი კომპანიაა მსოფლიოში, არამედ შესაძლოა უოლ სტრიტის ისტორიაში ყველაზე გავლენიანი აქციონერი იყოს.
2023 წლის დასაწყისიდან სწორედ Nvidia იყო ბაზრის ზრდის მთავარი მამოძრავებელი – კომპანიამ უზარმაზარი მოგება მოუტანა აქციონერებს და მილიარდები შესძინა აღმასრულებელ დირექტორ ჯენსენ ჰუანგის ქონებას. ამჟამად Nvidia უფრო დიდი კაპიტალიზაციის მქონეა, ვიდრე S&P 500-ის 11 სექტორიდან ექვსი და უამრავი ქვეყნების მთელ საფონდო ბაზარს აჭარბებს.