რა წერია ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში საქართველოზე, რომელიც RFE/RL-მ მოიპოვა

4 ნოემბერს ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების წლიური ანგარიში უნდა გამოაქვეყნოს, რომელშიც წევრობის კანდიდატი ქვეყნების პროგრესი, საქართველოს შემთხვევაში კი – “მკვეთრი რეგრესი” უნდა შეაფასოს.
ანგარიშის გამოქვეყნებამდე 1 დღით ადრე, რადიო თავისუფლება წერს, რომ წინსწრებით მოიპოვა წლიური ანგარიშის დოკუმენტი და მოკლედ გადმოსცემს მის შინაარსს, საქართველოს კონტექსტში.
რადიო თავისუფლების თანახმად, 2025 წლის გაფართოების ანგარიშში უპრეცედენტოდ მწვავედ იქნება გაკრიტიკებული საქართველოს ხელისუფლება – ადამიანის უფლებების ფუნდამენტური უფლებების დარღვევის, სასამართლოს დამოუკიდებლობის “შერყევის”, ინსტიტუტების პარტიული ინტერესებისადმი დაქვემდებარებისა და საგარეო პოლიტიკის შეცვლილი პრიორიტეტების გამო.
RFE/RL წერს, რომ დოკუმენტში საუბარია ქართული ოცნების მიერ მიღებულ ბოლოდროინდელ კანონებზეც და აღნიშნულია, რომ “საქართველოში მიღებული და აღსრულებული შემზღუდავი კანონები, რომლებიც აქტივისტებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას ეხება, საფრთხეს უქმნის დემოკრატიული საფუძვლების გადარჩენას და უპრეცედენტოა კანდიდატ ქვეყნებს შორის”.