დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას ახლახან ისევ გაუგზავნა ფრთოსანი რაკეტები Storm Shadow. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წერს ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
წყაროები რაკეტების რაოდენობას არ აკონკრეტებენ, თუმცა, მათი ინფორმაციით, ახალი პარტია უკრაინას უზრუნველყოფს ზამთრის პერიოდში. დიდი ბრიტანეთის მთავრობა შიშობს, რომ ზამთარში რუსეთი უკრაინაზე შეტევებს გააძლიერებს.
ფრთოსან რაკეტას Storm Shadow დაახლოებით 250 კილომეტრ მანძილზე მოქმედება შეუძლია. დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას ამ ტიპის რაკეტები პირველად 2023 წელს გაუგზავნა.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა Storm Shadow რუსეთის წინააღმდეგ პირველად 2024 წლის ნოემბერში გამოიყენეს. ლონდონი ოფიციალურად არ ამბობს, სულ რამდენი რაკეტა მიაწოდა კიევს.
ფორუმი




