ჩეჩინის, ზინოვკინას და გრიბულის განაჩენით “ოცნებამ” მოსკოვს შეტყობინება გაუგზავნა, ან შეასრულა მისი დავალება – NGO-ები

სამოქალაქო ორგანიზაციების მოძრაობა “ჩემი ხმა” საქართველოში მიმდინარე პროევროპული აქციების მონაწილე ს მოქალაქეების საქმეებს აფასებს. მათი შეფასებით, ანასტასია ზინოვკინას, არტემ ბრიგულისა და ანტონ ჩეჩინისთვის გამოტანილი განაჩენები “რუსული გავლენებისა და პოლიტიზირებული მართლმსაჯულების მკაფიო გამოხატულებაა”.
ამ თემაზე დღეს, 3 ნოემბერს ბრიფინგი გამართეს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორმა ეკა გიგაურმა, ამავე ორგანიზაციის პროგრამის მენეჯერი, სანდრო ბარამიძე და ყოფილმა სახალხო დამცველმა, “საქართველოს ევროპული ორბიტის” დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ. მათი განცხადებით, ზინოვკინას, გრიბულსა და ჩეჩინს, რომლებსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოტიკების “შეძენა-შენახვის” ბრალდებით 8,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, “ნებისმიერი მიუკერძოებელი და ობიექტური სასამართლო” გაამართლებდა.
“ნარკოტიკების ჩადება დიდი ხნის მავნე ადმინისტრაციული პრაქტიკაა, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში ღრმად აქვს ფესვები გამჯდარი შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში. ამ პრაქტიკაზე მეტყველებს 7 საქმე, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყურადღების საგანი გახდა და რომელშიც სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო ევროპული კონვენციის სხვადასხვა მუხლების დამრღვევად ცნო. ამ მავნე პრაქტიკაზე მეტყველებს, აგრეთვე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც ქებურიას საქმეში, რომელშიც დადგენილია, რომ პირი არ შეიძლება დამნაშავედ იქნეს ცნობილი მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებისა და მათ მიერვე შედგენილი ჩხრეკის ოქმების საფუძველზე და, რომ ამისათვის აუცილებელია ნეიტრალური მტკიცებულებების – ნეიტრალური მოწმეების ჩვენებებისა და ჩხრეკის ვიდეოჩანაწერის არსებობაც”, – წერია “ჩემი ხმის” განცხადებაში.
· ისინი დაეყრდნნენ მხოლოდ პოლიციელებისა და თარჯიმნების ჩვენებებს, რომელთა ობიექტურობა დაცვის მხარემ ეჭვქვეშ დააყენა, რადგან ამ თარჯიმნების დამქირავებელი ბიურო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ფინანსურად იყო დაკავშირებული და თარჯიმნებიც ახლო ურთიერთობაში იყვნენ მოწმე პოლიციელებთან. ამას გარდა, სასამართლომ უგულვებელყო ანტონ ჩეჩინის ჩვენება, რომ თარჯიმანი დაკავებიდან 15 წუთის შემდგომ მივიდა ადგილზე.
· მათ უკრიტიკოდ მიიღეს პოლიციელთა განმარტება, რომ „ვიდეოგადაღება შეუძლებელი იყო“. სინამდვილეში, ეს სავსებით შესაძლებელი იყო, მაგრამ პოლიციელებმა, გავრცელებული მავნე პრაქტიკის შესაბამისად, განზრახ აარიდეს თავი ვიდეოგადაღებას.
· თარჯიმნის ფიგურა გახდა ერთადერთი განმასხვავებელი ნიშანი ქართველ და რუს ბრალდებულთა საქმეებს შორის — მაგალითად, ახობაძის საქმეში თარჯიმანი არ იყო, რუსების საქმეებში კი სწორედ მათი ჩვენება გახდა გამამტყუნებელი გადაწყვეტილების მთავარი საყრდენი.
ს მოქალაქეები – ჩეჩინი, ზინოვკინა და გრიბული, ისევე, როგორც პროტესტის ათეულობით სხვა მონაწილე, გახდნენ ივანიშვილის მიერ მიტაცებული, პოლიტიზებული და მიკერძოებული მართლმსაჯულების მსხვერპლნი. მათი გამამტყუნებელი განაჩენები არღვევს როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ისე სამართლიანი სასამართლოსა და სამართლის წინაშე თანასწორობის პრინციპებს”, – აცხადებენ ორგანიზაციები.
მათი შეფასებით, კრემლის პოლიტიკის მოწინააღმდეგე რუსეთის მოქალაქეებისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანით, “ქართულმა ოცნებამ” “პუტინის ხელისუფლებას მორიგი მაამებლური შეტყობინება გაუგზავნა, ან, სულაც, შეასრულა მოსკოვიდან მიღებული დავალება.
ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებენ მათ მიმართ გამოჩენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზეც.