უკრაინის გენშტაბი ადასტურებს, რომ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა რუსეთში, სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
გენშტაბში განმარტავენ, რომ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ს ერთ-ერთი უძველესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა. 2023 წლის მონაცემებით, მისი გადამუშავების სიმძლავრე 4.8 მილიონი ტონა იყო. ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ს შეიარაღებული ძალების საჭიროებების დაკმაყოფილებით არის დაკავებული.
ამასთან, გენშტაბის ცნობით, ხანძრის შედეგად დროებით ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქში რუსეთის ლოჯისტიკური ობიექტები დაზიანდა.
„დაზიანდა სოფელ როსკოშნოეში მდებარე ლოჯისტიკური საწყობი და დოლჟანსკში მდებარე საწვავისა და საპოხი მასალების საწყობი. თავდაცვის ძალები თანმიმდევრულად ახორციელებენ სხვადასხვა ზომებს ტერორისტული სახელმწიფოს სამხედრო-სამრეწველო ბაზის კრიტიკული ელემენტების განადგურების მიზნით, რათა მას აგრესიის გაგრძელების შესაძლებლობა წაერთვას“, – ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.