მიუხედავად იმისა, რომ -ში ცდილობენ შექმნან კონკურენციის ილუზია, თითქოს არსებობს ლიბერალური მედიები, ეს ყველაფერი მოჩვენებითია, რადგან რეალურად, ორივე მხარეს „დიფ სთეითი“ აკონტროლებს და იქ თავისუფალი მედია, უბრალოდ, არ არსებობს!

მიუხედავად იმისა, რომ -ში ცდილობენ შექმნან კონკურენციის ილუზია, თითქოს არსებობს ლიბერალური მედიები, ეს ყველაფერი მოჩვენებითია, რადგან რეალურად, ორივე მხარეს „დიფ სთეითი“ აკონტროლებს და იქ თავისუფალი მედია, უბრალოდ, არ არსებობს!
ევროპისგან განსხვავებით, სადაც რამდენიმე ქვეყანა მაინც ცდილობს, რომ „დიფ სთეითის“ კონტროლისგან დაიცვას და შეინარჩუნოს თავისუფალი მედია, საპირისპირო სურათს ვხედავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, – ამის შესახებ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში ვკითხულობთ, რომელიც საქართველოში „მედიის მიტაცების“ საკითხს ეხმიანება.
შათირიშვილის განცხადებით, აშშ-ში მედიის თავისუფლება მოჩვენებითი საკითხი, ისინი ხელოვნურად ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ ქვეყანაში არსებობს ორი მხარე, რეალურად კი ყველაფერი „დიფ სთეითის“ კონტროლის ქვეშაა.
„მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში ცდილობენ შექმნან კონკურენციის ილუზია, თითქოს არსებობს ლიბერალური მედიები, რომლებიც დემოკრატების მხარდამჭერები არიან და კონსერვატული მედიასაშუალებები, რომლებიც რესპუბლიკელებს უჭერენ მხარეს, ეს ყველაფერი ფორმალური და მოჩვენებითია, რადგან რეალურად, ორივე მხარეს „დიფ სთეითი“ აკონტროლებს და იქ თავისუფალი მედია, უბრალოდ, არ არსებობს!
„დიფ სთეითი“ მოქმედებს მარტივი ფორმულით – მედია, რომელსაც „დიფ სთეითი“ ვერ აკონტროლებს თავისუფალი არ არის, ისევე, როგორც ქვეყანა, რომელიც მათი აგენტურით არ იმართება, არ არის დემოკრატიული!
სწორედ ასე განსაზღვრავს „დიფ სთეითი“ მედიის თავისუფლებას – რასაც თავად ვერ აკონტროლებენ, ის მიტაცებულია „ვიღაცისგან“, იქნება ეს , თუ ნებისმიერი სხვა“,- ვკითხულობთ წერილში.
შათირიშვილი ერთმანეთს ადარებს საქართველოს დღევანდელობასა და წარსულს, სააკაშვილის მმართველობის პერიოდს, როდესაც ქვეყანაში წამება, ბიზნესის რეკეტი და მედიაზე ზეწოლა მუდმივი მოცემულობა იყო, რატომღაც დასავლეთი საქართველოს მაინც „დემოკრატიის შუქურას“ უწოდებდა.
„იგივე, მარტივი ფორმულა მუშაობს სახელმწიფოებთან მიმართებაშიც, ამიტომაც გამოჰყავთ, რომ მათ მიერ კონტროლირებული და მათი დავალებების შემსრულებელ სა და მოლდოვაში დემოკრატია „ყვავის“, საქართველოში კი, სადაც ხელისუფლებაში საკუთარი აგენტების მოყვანა ვერ მოახერხეს, დემოკრატიის „უკუსვლა“ გვაქვს…
მეტი თვალსაჩინოებისთვის შეგახსენებთ, რომ სანამ სააკაშვილის მეთაურობით მათი აგენტურა მართავდა საქართველოს, 2003 – 2012 წლებში, ანუ როცა რეჟიმი მათ დავალებებს პირუთვნელად ასრულებდა, ქვეყანას, სადაც კაცის კვლა, წამება, ბიზნესის რეკეტი და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა ყოველდღიურობად იყო ქცეული, სადაც თავისუფალი მედია არ არსებობდა და მათი აგენტების მიერ მთლიანად იყო მონოპოლიზებული – „დემოკრატიის შუქურას“ უწოდებდნენ, დღეს კი თურმე საქართველოში დემოკრატიის „უკუსვლასთან“ გვაქვს საქმე.
და ეს იმ ფონზე, როდესაც მთელი რიგი კვლევების, თვლადი და ობიექტური მონაცემების მიხედვით, საქართველოში არათუ დემოკრატიის „უკუსვლაზე“ საუბარია აბსურდი, არამედ არაერთი მიმართულებით, ჩვენი ქვეყანა წინ უსწრებს არა მხოლოდ ევროკავშირის წევრობის კანდიდატებს, არამედ ევროკავშირის ქვეყნებსაც კი“,- ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

EMAAR/Eagle Hills-ის მრავალმილიარდიან ინვესტიციას უპირისპირდებიან ფსევდოპატრიოტი ნაცმანქურთები და სტერეოტიპებით შეპყრობილი სუბიექტები – როგორც კი ხდება ჩვენი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის წინ წაწევა, მყისიერად აფუთფუთდებიან მარგინალები

“რეპორტიორების საზღვრის გარეშე”-ს უსამართლობისა და ცილისწამების მატარებელი გადაწყვეტილება, ასიმეტრიულად, ჯდება “დიპ სტეიტის” დანარჩენი მარიონეტი-ორგანიზაციების ბოლოდროინდელ პერფორმანსებში