რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, უკრაინელებმა ტუაფეს ნავთობქარხანა დაბომბეს

რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, უკრაინელებმა ტუაფეს ნავთობქარხანა დაბომბეს.
RBC Ukraine-ს ცნობით, თავდასხმის შედეგად, დაზიანდა ნავთობის საწყობი ინფრასტრუქტურა. ასევე, დაიწვა საზღვაო პორტის ინფრასტრუქტურა, რომელსაც როსნეფტი ფლობს. უკრაინული მხარის ცნობით, თავდასხმის დროს, პორტში სულ მცირე 3 გემი იმყოფებოდა.
ამ დროისთვის არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ. რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.