წლის დასაწყისიდან Tesla-მ საბაზრო ღირებულების $94 მილიარდი დაკარგა

იანვრის დასაწყისიდან Tesla-ს აქციები 12%-ით დაეცა – ეს ყველაზე ცუდი მაჩვენებელია 2016 წლის შემდე. ზოგადად, ამჟამინდელი ზარალი – $94 მილიარდი – ყველაზე დიდია მას შემდეგ, რაც Tesla 2010 წელს ბირჟაზე გამოვიდა, ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
სააგენტო აღნიშნავს, რომ კომპანიის აქციები დაეცა კომპანია ჰერცის მიერ 20 ათას ელექტრომობილზე უარის თქმის და ჩინეთში წარმოებულ ელექტრომობილებზე ფასების კიდევ ერთი შემცირების ფონზე. და ეს ყველაფერი ხდება ელექტრომობილებზე მოთხოვნის შენელების ფონზე, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში.
ექსპერტების აზრით, ჩინეთში ელექტრომობილების დაბალი ფასები მხოლოდ გააუარესებს Tesla-ს პრობლემებს, ამ ბაზარზე სასტიკი კონკურენციის გათვალისწინებით.
ჩინეთის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილების ბრენდნა, BYD-მა, გასულ წელს 3 მილიონზე მეტი ელექტრომანქანა გაყიდა. მომავალ წელს, სავარაუდოდ, სწორედ ეს კომპანია გახდება გაყიდვების ლიდერი.
შეერთებულ შტატებში, ჩინეთის იმპორტთან დასაპირისპირებლად, დამცავი გადასახადები შემოიღეს ჩინეთიდან ელექტრომობილების მიწოდებაზე და მოსალოდნელია აკრძალვების კიდევ მეტად გაფართოება.