ჟურნალისტი თამო კეშელავა:
ანწუხელიძე ცოცხალი რომ იყოს, ვიცი, სად იდგებოდა და ეროვნული ნაკრები, უგულობის რა ჭირი გჭირს?
შენს ქალაქში ბებიის ტოლა, ნაომარ მეომრების დამმარხველ ქალს, აკანკალებული ხელებით და გალეული ფეხებით რუსთაველზე, რამდენიმე საათით გამოსულს, მეტროთი რომ დადის და საათს რომ უყურებს, ბოლო მეტრომ არ გაასწროს, იჭერენ და ატუსაღებენ, მწერლებს, პოეტებს, მსახიობებს, დიპლომატებს, მასწავლებლებს, ჟურნალისტებს, მორაგბეს – ციხეებში ყრიან.
რა ჭირი გეტაკა ეგეთი და ან ვის რად უნდა მაგ ფასად თამაში, რა ფასი აქვს ასე უხმოდ თამაშს – გაგიღატაკეს ირგვლივ ყველა, მოპარეს ირგვლივ ყველას, რეპრესირებულია ირგვლივ უკვე მართლა ყველა, მოსწავლით დაწყებული, საჯარო მოხელით დამთავრებული და ამ ფასად ჩუმად, უხმოდ თამაში თუ შეგიძლია და რავი, მორალურად გატეხილთა თამაში კი ვნახეთ როგორი იყო ბოლოს.
ბევრ ცოცხალს ერთი მკვდარი ასჯერ სჯობს, ზოგჯერ და ვერც შევეჯიბრებით, მაგრამ სანამ დასამარხი დაგრჩით ვინმე, სანამ ჯერ კიდევ დარჩა ვინმე ქვეყანაში, ვის მხარდაჭერასაც აზრი ექნება, იქნება და გაიაზროთ ეგ სიჩუმის ჭირი რამხელა უბედურებაა და თან ყავლი არ გასდის, არასოდეს და არავის დაავიწყდება.




