პარლამენტთან ექვსი ადამიანი შიმშილობს

საქართველოს პარლამენტთან მოშიმშილე დემონსტრანტების ჯგუფს დღეს, კიდევ ერთი შეუერთდა.
შედეგად, 2025 წლის ორ ნოემბერს 6 ადამიანი მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმას, მათ შორის არიან „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი გედევან ფოფხაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დარეჯან ცხვიტარია.
ისინი მეექვსე დღეა შიმშილობენ. მოშიმშილეებიდან ერთი, დათო ჭელიძე 28 ოქტომბერს დააკავეს და ის იზოლატორში აგრძელებს შიმშილობს.
„მგონია, რომ შიმშილობის აქცია მაგალითია დღეს იმ ადამიანებისთვის, ვინც ეძებს, რა ფრომით შეიძლება გავაპროტესტოთ არსებული რეჟიმი და ეს უსამართლობა, რაც ხდება. ამ ვითარებაში შიმშილობის აქცია არის აბსოლუტურად ადეკვატური”, – ამბობს გედევან ფოფხაძე.
მათი მოთხოვნაა, „გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო “.
„მივმართეთ უკიდურეს ფორმას – შიმშილობას. ძალიან ბევრი ვიყავით სიაში და ამ სიიდან 10-15 ადამიანი დაკავებულია. ვფიქრობ, ახლა რუსთაველის გადაკეტვა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც პროტესტის გაგრძელება. ვინმეს თუ სურვილი აქვს, რომ ეს პროტესტი უფრო გაფართოვდეს, მიიღოს მონაწილეობა. ეს პერმანენტული იქნება“, – განაცხადა ცხვიტარიამ.
მოშიმშილეების თქმით, რამდენიმე დღეა სასწრაფო სამეციდინო დახმარების მობილიზებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)