ჩეხეთმა რეზოლუცია მიიღო საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის, გამჭვირვალობის კანონის გამო, ახლა თავად შექმნეს ანალოგიური რეესტრი – რაც საქართველოსთვის “დანაშაულია”, რატომ არის სხვა ქვეყნებისთვის სუვერენიტეტის დაცვა?!

ჩეხეთმა რეზოლუცია მიიღო საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის, გამჭვირვალობის კანონის გამო, ახლა თავად შექმნეს ანალოგიური რეესტრი – რაც საქართველოსთვის “დანაშაულია”, რატომ არის სხვა ქვეყნებისთვის სუვერენიტეტის დაცვა?!
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, ჩეხეთის ახალი კოალიციური მთავრობის პროგრამას ეხმიანება, რომელიც არასამთავრობოების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს. ანანიძის განცხადებით, ცოტა ხნის წინ, ჩეხეთმა რეზოლუცია მიიღო საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც გამჭვირვალობის კანონსაც აკრიტიკებდა, ახლა კი, თავად შექმნეს მსგავსი რეესტრი. “ჩეხეთის სენატის საგარეო კომიტეტმა, რეზოლუცია მიიღო საქართველოს წინააღმდეგ – მათ შორის გამჭვირვალობის კანონის გამო. ახლა თავად შექმნეს ანალოგიური რეესტრი. ,,რაც ეპატიება იუპიტერს არ ეპატიება ხარს. ” რაც საქართველოსთვის “დანაშაულია”, რატომ არის სხვა ქვეყნებისთვის სუვერენიტეტის დაცვა?!” – წერს ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა