ბრიუსელი წევრი სახელმწიფოების ფულს უკრაინაში ომის დასაფინანსებლად იყენებს, მაშინ, როდესაც ევროპის ეკონომიკა ღრმა პრობლემებშია – ორბანი

უნგრეთის პრემეირ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროკავშირი ბიუჯეტის დიდ ნაწილს, რომელსაც წევრი სახელმწიფოებისგან იღებს, უკრაინაში ომის დასაფინანსებლად ხარჯავს.
როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს, ეს ნგრევისკენ მიმავალი გზაა და ევროპის ეკონომიკა ღრმა პრობლემებშია ჩაფლული.
„ბრიუსელს საკუთარი ფული არ აქვს. ის ჩვენს ფულს, წევრი სახელმწიფოების ფულს იყენებს უკრაინაში ომის დასაფინანსებლად. ევროკავშირის მომავალი ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უკრაინას უნდა გადაეცეს, მაშინ, როდესაც ევროპის ეკონომიკა ღრმა პრობლემებშია. ომის დაფინანსება ვალებითა და გადასახადების ზრდით სტრატეგია არ არის, ეს დანგრევისკენ მიმავალი გზაა. მშვიდობის დროა, ევროპის აღდგენის დროა!“, – წერს უნგრეთის მთავრობი ხელმძღვანელი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა