ვრცელდება ფოტო, რომელზეც უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი ჩანს და რომელიც უკრაინული მედიის ინფორმაციით, პოკროვსკის ფრონტის ერთ-ერთ მიმართულებაზეა გადაღებული. სხვადასხვა მედიასაშუალებების ცნობით, გენერალი ბუდანოვი პირადად ხელმძღვანელობს სპეცოპერაციას.
ოფიციალური ინფორმაცია უკრაინას ჯერ არ გაუვრცელებია, თუმცა სხვადასხმა მედიასაშუალებები, მათ შორის, Reuters და Economist წერენ, რომ უკრაინამ პოკროვსკში სპეცრაზმი შეიყვანა, უკრაინის სამხედრო ძალები კი კონტრშეტევაზე გადავიდნენ. სპეცრაზმი იმ რაიონებში შევიდა, რომლებსაც რუსეთი კონტროლირებადად მიიჩნევდა.
დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოკროვსკში უკრაინელები კონტრშეტევაზე გადავიდნენ.




