პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელში მოხვედრისგან გახარიას პარტიამ თავი გადაირჩინა, რადგან გამოვიდა საბოტაჟის რეჟიმიდან

პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელში მოხვედრისგან გახარიას პარტიამ თავი გადაირჩინა, რადგან გამოვიდა საბოტაჟის რეჟიმიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავარი საყრდენი სარჩელში გახარიას მიმართ და მისი პარტიის მიმართ იყო საბოტაჟი.
„სამართლებრივად გახარიას პარტიამ თავი გადაირჩინა, მთავარი საყრდენი სარჩელში გახარიას მიმართ და მისი პარტიის მიმართ იყო საბოტაჟი. გამომდინარე იქიდან, რომ გამოვიდა საბოტაჟის რეჟიმიდან, ამით გადაარჩინა პარტია აკრძალვის შესახებ სარჩელში მოხვედრას. თუმცა ის ბრალდებები რაც ისმოდა კონკრეტულად ამ ადამიანის მიმართ, ყველაფერი ძალაში რჩება, იგივე ჩორჩანა, იგივე საბოტაჟში მონაწილეობა, ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე რჩება ძალაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა ნაძირალამ, გიორგი ბარამიძემ, სვანეთში სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციები ჩაატარა და ახლა თურმე ძაღლების ქომაგი გახდა – ავაზაკების კრიტიკა ერთია, მაგრამ ყველა ნაცკრიმინალმა უნდა აგოს პასუხი საკუთარ ქმედებებზე