CNN: პენტაგონმა უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი Tomahawk-ის რაკეტების გადაცემა დაამტკიცა, საბოლოო გადაწყვეტილება ტრამპზეა

პენტაგონმა უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი Tomahawk-ის რაკეტების გადაცემა დაამტკიცა, საბოლოო გადაწყვეტილება ტრამპზეა – ინფორმაციას CNN ავრცელებს
“პენტაგონმა თეთრ სახლს მწვანე შუქი აუნთო უკრაინისთვის შორი მოქმედების რადიუსის Tomahawk-ების რაკეტების მიწოდების ნებართვაზე მას შემდეგ, რაც შეაფასა, რომ ეს უარყოფითად არ იმოქმედებს -ის მარაგებზე, საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება კი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეკუთვნის” | CNN-ის ცნობით, ამის შესახებ მათ საკითხთან დაკავშირებულმა სამმა ამერიკელმა და ევროპელმა ჩინოვნიკმა განუცხადა
შორი მოქმედების რადიუსის Tomahawk-ების გადაცემას ბოლო რამდენიმე კვირაა აქტიურად ითხოვს, ამის შესახებ მაც ისაუბრა, უკრაინის პრეზიდენტმა ეს მოთხოვნა დააყენა ვაშინგტონში ტრამპთან ბოლო შეხვედრისას, მოგვიანებით კი მედიას უთხრა, რომ პუტინს ეშინია უკრაინისთვის გადაცემული Tomahawk-ების და იმის, რის საშუალებასაც ეს რაკეტები უკრაინელებს მათ არსენალში მყოფ იარაღებთან კომბინაციაში მისცემს
პრეზიდენტი ს მაშინდელი პასუხი ამ საკითხზე იყო ის, რომ „ამერიკას ტომაჰავკები თავადაც სჭირდება.“ თუმცა რაკეტების სამომავლო პერსპექტივაში უკრაინისთვის გადაცემა არც ერთ მხარეს არ გამოურიცხავს.
Tomahawk-ებით ს ექნება შესაძლებლობა მისწვდეს ს ქალაქებს, მათ შორის მოსკოვს.
.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

ტობიას კრემერი: რეპორტაჟის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ ის წყლის ჭავლში შეურია და არა დამპყრობელი არმიის, არამედ თავისი ხალხის წინააღმდეგ მიმართა: ქალების და ბავშვების, სტუდენტებისა და ექთნების, მუშებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ

იაგო კაჭკაჭიშვილი – პოლიციამ მომიტინგეებს მოსთხოვა, რომ მათ დატოვონ ტროტუარი, აბა რა ვქნათ, ცაში უნდა გავფრინდეთ? ვირტუალური პროტესტი უნდა მოეწყოს სამზარეულოებიდან? სრულად აბსურდთან მივედით